- 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.
იხილეთ ღონისძების პროგრამა:
11:00-18:00 – საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;
11:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;
13:30 – 14:30 – კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში – “ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” – მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.
13:30 -13: 50 – კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;
14:30 – 16:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;
17:10 – 17:15 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
17:20 – გალა კონცერტი.

