- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა.
წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 36 ანსამბლის 1200-მა მონაწილემ. ფესტივალის მონაწილე ანსამბლები წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. ფესტივალს სტუმრობდა რამდენიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჯგუფი.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ქართველიშვილმა დააჯილდოვა ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ალამდარის ორდენით დაჯილდოვდნენ ქორეოგრაფები: ლაშა ადანაია, ნათია კვარაცხელია, მარიამ თურქია, ალექსანდრე ალექსანდრია.
მადლიერების ორდენით დაჯილდოვდნენ ქორეოგრაფები: მარიამ ჩოფლიანი, სალომე გამსახურდია, შორენა მაკარაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრემიის ლაურეატები გახდნენ შორენა სართანია, ლამზირა კუპრეიშვილი, შორენა მაკარაძე. ხელოვნების ბრწყინვალების ორდენი გადაეცა დარეჯან ჩოჩიას.
ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებით და ა (ა)იპ „ცეკვის აკადემია ლაზიკას“ ორგანიზებით ჩატარდა.
ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ- კონკურსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს კოლხურ- ლაზური ფოლკლორის აღდგენა-განვითარებასა და ხალხური შემოქმედების მიმართ მოზარდი თაობის ინტერესის გაღვივებას.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს