- დღეს, 19:30 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, გაიმართება ზაფხულის პირველი კონცერტი.
საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე წარსდგებიან:
ბენდი 1/4 ლინდა ადამიასთან ერთად;
თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ბენდი ,,კაი ტიპები”;
DJ გიგა პაპასკირი და DJ მაშო;
ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band.
ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთსა და ფრენბურთში.
19:00 საათიდან, ღონისძიებების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.