ფოთში ქარცივაძის კლინიკა გაიხსნა

  • ფოთში ქარცივაძის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლინიკის ამბულატორიულმა სამსახურმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

უწყების ცნობით, პაციენტებს შეუძლიათ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური დეპარტამენტის მომსახურებითა და ლაბორატორიული კვლევებით ისარგებლონ.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და იგეგმება სამშობიარო სახლის გახსნაც.

სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების ფარგლებში ქარცივაძის კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგიური სერვისები, სტაციონარული მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისათვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.