გოჩა კურდღელია წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა

  • ჭადრაკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ, რომელმაც მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა).

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13-24 ოქტომბერს მონტენეგროს ქალაქ ბუდბაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა მოკრივეთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ ფოთელი მოკრივეები 60 კგ წონითი კატეგორიაში საბა ტყებუჩავა (მწვრთნელი ლაშა ოჩიგავა) და 54 კგ წონითი კატეგორიაში გიორგი საჯაია (მწვრთნელი დავით დავთიანი). გიორგი საჯაიამ მოიპოვა მე-2 საპრიზო ადგილი და გახდა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *