“კოლხმა რაინდებმა” პორტუგალიის ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის U15 რაგბის გუნდმა „კოლხი რაინდები”, ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირში – „პორტუგალიის ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ში“ მიიღო მონაწილეობა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 95 გუნდი, სულ – 9000 მოთამაშე. “კოლხმა რაინდებმა” მე-6 ადგილი დაიკავეს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც 32 გუნდისგან შედგებოდა.

“კოლხი რაინდები” პირველად ასპარეზობდა აღნიშნულ ტურნირში.