რეზო გაგუა-ბიოგრაფია თაობებისთვის

დაიბადა ფოთში. სამედიცინო დარგში წარმატებებისთვის ქართველების საყავრელი შვილი გახდა. ეს ბიოგრაფია თაობებისთვისაა განკუთვნილი.

“რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.  1969-1970 წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
 ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალიზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 რეზო გაგუა 2007 წელს საქართველოს ონკოლოგიური სამსახურის შექმნიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნულ სფეროში კეთილსინდისიერი და ხანგრძლივი სამუშაოსთვის გაგუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელი გადაეცა.
    საკანდიდატო დისერტაციის თემა – “რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში”, დაიცვა 1975 წელს.
    სადოქტორო დისერტაციია თემა – “ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო”, დაიცვა 1991 წელს.
    რეზო გოგუა იყო საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი,  მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
    რეზო  გაგუა გარდაიცვალა.  2017 წლის  24  აპრილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *