რუხის კლინიკაში კორონავირუსით ფოთში მცხოვრები 62 წლის ქალი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი ფოთის მცხოვრები გარდაიცვალა. 62 წლის პაციენტი მკურნალობას რუხის საავადმყოფოში გადიოდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775  გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია –  216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *