ფოთში ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს

  • სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი გუგუჩიას განცხადებით, დაზიანებული სახურავების გადახურვის პროცესში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება. 

გიორგი გუგუჩია ფოთამდე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება. 

დაზარალებული ოჯახების დროებითი გადასახური მასალებით უზრუნველყოფა ხობის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ წუხელვე მოხდა, წუხელვე გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისგან, ამჟამად სოფელში ელექტრო ენერგიის აღდენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *