ფოთის მუნიციპალიტეტში 653 პირველკლასელი ჩაირიცხა კატეგორია: მთავარი, სიახლეთარიღი: სექტემბერი 15, 2022 დღეს, 15 სექტემბერს, ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს 653-მა პირველკლასელმა შეაღო.