ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ოლიმპიურ ხეივანი გაიხსნა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში განთავსდა სიდნეის ოლიმპიური თამაშების პროზიორს ვლადიმერ ჭანტურიას ეკუთვნის.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია ქალაქის საზოგადოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ვლადიმერ ჭანტურია ცნობილი მოკრივე, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ის გახლავთ ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1998). ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის A კლასის ტურნირებში გამარჯვებული. გამოდიოდა პროფესიულ კრივში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *