ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება.

გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაოებს კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ასრულებს და მისი ღირებულება შეადგენს 3 884 993 ლარს.

პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება.