ფოთში ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდის (TCSG-95) წარმომადგენლები

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი ქალაქში ვიზიტად მყოფ თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდის (TCSG-95) წარმომადგენლებს-მაიორ ომერ ჰარუნ ოზქაინაქს, კაპიტან დენიზ ქარადუმანს, ლეიტენანტ ალი არიფ გოქალფს და სერჟანტ ალი საინის შეხვდა.

ფოთის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდის ვიზიტის მიზანია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება და სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის გაფართოება.

შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *