ფოთში კლასიკური მუსიკის-ლექცია გაიმართება

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება.

კონცერტი გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ პარკში. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე).

პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი („თაო“, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე), სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილე მუსიკოსები შეირჩნენ არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ამ პროექტისთვის შეირჩა ისეთი მუსიკალური კოლექტივები, რომლებსაც არა აქვთ სახელფასო დაფინანსება ან აქვთ არასრული წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ლექცია-კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *