ფოთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით 74 წლის ფოთელი ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  775 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 204 25, „პისიარ“ ტესტით –  9 309.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *