ფოთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსს 69 წლის ფოთის მცხოვრები ემსხვერპლა. ის სენაკში, კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.

სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *