ფოთში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

  • დღეს, ფოთის მერიის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად იმართება.