ფოთში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

  • 13 სექტემბრიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო ან თიბისის ნებისმიერი ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია ფოთის “თიბისი” ბანკის ფილიალებში, ასევე, ფოთში მდებარე „სპარის“ და „ბევრილი ჯგუფის“ მარკეტებში.

ბარათის ღირებულება 2 ლარია. სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია “თიბისი” ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *