ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება გაიმართა

  • დევნილთა დასახლებაში არსებულ N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ეწვია და 85 აღსაზრდელს საჩუქრები გადასცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად.ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *