ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

  • ფოთში ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დღევანდელ ბრიფინგზე, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე, როგორც მერობის კანდიდატი და ფოთის პოტენციური მერი, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოთს კონკრეტული გადაუჭრელი პრობლემები აწუხებს. მაგალითად, აწუხებს თევზის სუნი, რომელიც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ადამიანებს ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როდესაც კოალიციური მართვის შემთხვევაში თუნდაც ერთი სამსახური ან მერი გაბედავს და შეეკვრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ჩადიან, კოალიციის სხვა პარტნიორები ამის უფლებას არ მისცემენ. შესაბამისად, შეიქმნება კრიზისი. კრიზისი არის ის, რაც გამორიცხავს მერისგან ან მისი მოადგილისგან ისეთ ქმედებას, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ენმ-მ, “ევროპულმა საქართველომ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “თავისუფალმა საქართველომ”, “დროამ” და”დემოკრატიულმა მოძრაობამ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *