ფოთში პროექტი “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განხორციელდა

  • ფოთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ახალი პროექტი “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა. პროექტში ქალაქის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე (11- დან 17 -წლამდე) ჩაერთო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი (5-10 წუთიანი), სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.უწყების ც

უწყების ცნობით, საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას. ოქტომბრის თვეში, თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი, სადაც სხვა ფილმებთან ერთად კინოსკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება გაიმართება.

პროექტში მონაწილე მოსაწვლეები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ სიგელებით დააჯილდოვეს.

პროექტის მიზანი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.