სტიქიისგან დაზიანებულ სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში გადახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სტიქიისგან დაზიანებულ მრავალბინიან სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში გადახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების გაწმენდა/გასუფთავება, რის შემდეგაც სწრაფი ტემპით დაიწყება აღდგენითი ღონისძიებები.

ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ტიპი და ოდენობა. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები:

მერიის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებულ კერძო სახლების მესაკუთრეებზე ფულადი კომპენსაცია გაიცემა.