ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე მოქალაქე პლასტმასის ნიჩბიანი ნავიდან 100 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და 1კგ. კეფალის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.

ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ნიჩბიანი ნავისა და 60 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და 0,3კგ ქაშაყის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.

“ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *