9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

  • 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა.

ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს. ,, ცეკვის აკადემიის გოგონათა ჯგუფის” მიერ შესრულდა ცეკვის კომპოზიცია.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების აქცია დაარბია, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში აღნიშნული ტრაგიკული მოვლენა გარდამტეხი აღმოჩნდა და ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობა სწორედ ამ დღეს – 9 აპრილს გამოცხადდა.