- ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს, სკოლის დირექციის მეშვეობით, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად.
სკოლების თვითმმართველობებმა დირექციასთან ერთად უნდა შეიმუშაონ ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი ან დროებით მცხოვრები).
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
ჩაერთე კონკურსში და გამოგზავნე განაცხადი!
განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 23 სექტემბრიდან და გაგრძელდება 15 ოქტომბრის 17:00 საათის ჩათვლით.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია: ელექტრონულად poti.info@gmail.com ან მატერიალური სახით: ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. N12).
ასევე, 15 აგვისტოს დაიწყო და 30 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით გრძელდება საპროექტო განაცხადების წარდგენა ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
საკონტაქტო ტელეფონი: 591 41 75 24
დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს