ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 35 ფოთელი ახალგაზრდა გახდა

  • 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 35 ფოთელი ახალგაზრდა გახდა.

პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის 30 სტუდენტი.

ამასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებს შორის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია 5 სტუდენტს გადაეცა.

სასტიპენდიო პროგრამის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული 100-ქულიანი სტუდენტები გაორმაგებულ ფულად ჯილდოს მიიღებენ. მიმდინარე სემესტრში ასეთი შედეგი სამმა სტუდენტმა აჩვენა.

მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა და დაფინანსება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების აკადემიური შედეგების საფუძველზე გაიცემა.

პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს