გამსახურდიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთში, გამსახურდიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტო-ბეტონის გზის საფარი.

ქალაქის სხვადასხვა უბანში – ნინოშვილის, გორგასლის, ნინო ჟვანიას, სააკაძის და გამსახურდიას ქუჩებზე საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით ჯამში 46 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება გზის მოწყობის სამუშაოები.