დევნილი ბავშვებისთვის, ცურვის შემსწავლელი უფასო კურსები მიმდინარეობს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში რეგისტრირებული 5-დან 16 წლამდე ასაკის 60 დევნილი ბავშვი უფასოდ ჩაერთო ცურვის შემსწავლელ ერთთვიან კურსში ფოთის საცურაო კომპლექსში.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ხორციელდება. ცურვის შემსწავლელ გაკვეთილებს მხარს უჭერს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო.

🤝ფოთელი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების სტილის წასახალისებლად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას.