მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტია 6 628 698 ლარი.