მერია: ფოთის სითითონის ფარგლებში გამარჯვებული გუნდების პროექტები განხორციელების ეტაპზეა

  • ფოთის სითითონის გამარჯვებული გუნდი “პორტალი”, რომლის იდეაც გულისხმობს ქალაქის ძველი იერსახის ახალი ხედვით შეცვლას, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მზადების პროცესშია მინის ბიუსტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირვანდელი სახის დანახვა და საინფორმაციო დაფები, რომლებიც შერჩეულ ძეგლებთან განთავსდება.

კუნძულის უბნის სანაპიროზე, მე-16 საბავშვო ბაღის შენობის ფასადი მოიხატა მიურალით ოქროს საწმისისა და არგონავტების თემატიკით.

პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია ,,მეზოპარტნერის” და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით.