“მომავალი ჯანსაღი თაობისთვის”

  • მომავალი ჯანსაღი თაობისთვის – ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივა გრძელდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის კერძო და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.

ამჯერად, მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა შპს ქალაქ ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლის და სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის N7 საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.