ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თუ ხართ სტუდენტი და გაქვთ 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული შედეგები – ჩაერთეთ კონკურსში და მოიპოვეთ დაფინანსება.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3rw2h8yv