“ოკსიჯენ” ქართულ-თურქული კლინიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, კლინიკა OKSIJEN მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია.

კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ჩატარდება, იფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით და თანამედროვე ლაბორატორიით, 1 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკა გათვლილია 80 საწოლზე.

კლინიკა ოკსიჯენი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. დიაგნოსტიკური მიმართულებებია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია (X-ray) ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია გარდა ამისა, პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ შემდეგი მომსახურებებით: ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოექოსკოპია ტრედმილი (დატვირთვის ტესტი), 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, სპირომეტრია, ენცეფალოგრაფია. კლინიკაში წარმოდგენილია სამედიცინო მიმართულებების ფართო სპექტრი: ბავშვთა კარდიოქირურგია მოზრდილთა კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოლოგია, არითმოლოგია, ინტენსიური თერაპია, ნეიროქირურგია, ენდოვასკულური ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია ლაპარასკოპიული ქირურგია, ინტერვენციული რადიოქირურგია, ბარიატრიული ქირურგია, ონკოქირურგია, თორაკალური ქირურგია, უროლოგია, პროქტოლოგია, გინეკოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია.

ჩვენი სერვისები: ოფთალმოლოგია, მამოლოგია, ორთოპედია, ოტორინოლარინგოლოგია, ყბა-სახისა და ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, რადიოლოგია, კარდიოლოგია, ლაბორატორიული კვლევები. ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.

პროექტის ავტორი ქალბატონი ლია ბუკია იმედოვნებენ, რომ „ქართულ თურქული კლინიკა ოკსიჯენის“ დახმარებით უცხოეთში მკურნალობის საჭიროება აღარ შეიქმნება და მალე ის ამიერკავკასიაში სამედიცინო სერვისების ჰაბის სტატუსს მოიპოვებს.

მიზანი ობიექტის გლობალური მასშტაბის ჰოსპიტლად ქცევა და Joint Commission International (JCI)-ის სრული აკრედიტაციის მოპოვებაა.