პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​

  • ფოთ​ის ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური ​ადაპტირებული სივრცე მოეწყო​.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა​ხალ სივრცეში განთავსებულია ლედ მონიტორი,​ დეკორაციული კონსტრუქციები, SDG ინსტალაცია,​ დამონტაჟდა შ​ეზღუდული შ​ესაძლებლობის მ​ქონე პირთათვის​ ადაპტირებული ატრაქციონები​ და ჭადრაკის მაგიდები​, სივრცისთვის საჭირო სხვა ინვენტარი​.

ინფორმაციისთვის: მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“​ (M4EG​) პროექტ “ინოვაციური გარდასახვა“-ს გრანტის ფარგლებში​. ქალაქმა ფოთმა პროექტისთვის მიიღო 60 000 ევროს (ეკვივალენტი ლარებში) დაფინანსება​.

​პროექტი განხორციელდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ჩართულობით​.