საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სოფელ მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

“უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად: ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.”-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.