სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ფოთელ მოსწავლეებს სასწავლო ნივთები გადაეცა​ საჩუქრად

  • წელს​ პირველად, ​ფ​ოთში, ახალი ​პროგრამა – ,,სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფ​ის” ​პროგრამა დაინერგა.

პირველ ეტაპზე აღნიშნული სერვისით ისარგებლა ფოთში რეგისტრირებული და საჭიროების მქონე I-VI კლასის ​85-მა მოსწავლემ .

​ ახალი სოციალური პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა.

​ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.