ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები “ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ესტუმრნენ

  • “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ინფორმაციით, ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ესტუმრნენ.

მათი ცნობით, მოსწავლეები გაეცნენ გემის/გემიდან კონტეინერების დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესს, შრომის უსაფრთხოების წესებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტებსა და პორტში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის წესებს.

„სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროექტ-გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა, რატომ არის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ამ პროცესში რა როლს თამაშობენ საზღვაო ნავსადგურები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.