ფოთის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იუნისეფის მხარდაჭერით ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

უწყების ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერით მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება ქალაქში განხორციელებული როგორც რეკრეაციული ისე ინფრასტრუქტურული პროექტები მორგებული იყოს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჰქონდეთ გართობისა და დასვენების საშუალება, იცხოვრონ ჯანსაღ და თანასწორ გარემოში, წვდომა ჰქონდეთ ძირითად სოციალურ და ჯანმრთელობის პროგრამებზე, იყვნენ უფრო დაცულები, გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და სხვა.

შეთანხმების თანახმად ფოთი 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივი თვითმმართველობას შეუერთდა, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონის მხარდაჭერით ხორციელდება.

იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით, 1996 წლიდან ეხმარება მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში.