ფოთის მერიაში 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“თუ გაქვთ ინიციატივა/წინადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით, გაგვიზიარეთ – შეავსეთ აპლიკაცია. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი”. -ნათქვამია ინფორმაციაში.

აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3vtbvWI

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: (0493) 22 12 95 ან მოგვწერეთ- info.poti@poti.gov.ge.