ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

  • ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა.

„დარწმუნებული ვარ ლექსო თავისი ცოდნით, გამოცდილებით და მოტივაციით გააძლიერებს ჩვენს გუნდს და ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ზაქარია გვრიტიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ მნიშვნელოვან პოზიციაზე”,- განაცხადა ფოთის მერმა.

ლექსო თოდუა პროფესიით ფინანსისტია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდთან ერთად ვემსახურო ქალაქ ფოთს და წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის“, – განაცხადა ლექსო თოდუამ.