ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს

  • ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს, საახალწლოდ საჩუქრები გადაეცემათ. 🤍

უწყების ცნობით, სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს.

საჩუქრების დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.