ფოთის საგამოფენო დარბაზი, ფოტო-გამოფენას “იაპონიის საკურა 2022“ მასპინძლობს

  • ფოთის საგამოფენო დარბაზი, ფოტო-გამოფენას „იაპონიის საკურა 2022“ მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის-იმანიში ტაკაოს მიერ იაპონიაში გადაღებული საკურას ფოტოები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოტო-გამოფენა იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეათე საიუბილეო წელს ეძღვნება.

ღონისძიებას ადგილობრივ სტუმრებთან ერთად, ქალაქის თვითმმართველობის, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაო დაესწრო.

ფოტო – გამოფენა 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.