“ფოთის სითითონის” ფარგლებში, ქალაქის ტური გაიმართა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “ფოთის სითითონის” ფარგლებში, ქალაქის პოტენციალის, რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღქმის მიზნით, ქალაქის ტური გაიმართა.

მონაწილეები გაეცნენ “ეი პი ემ ტერმინალსის“ სამუშაო პროცესს, საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურის როლს.

“ფოთის სითითონი,“ 13-14 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით გაიმართება.