ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

  • ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.​

​ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”-​ ​ის განვითარებისა და ქალაქში ​საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მი​ზნით​.​

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები,​ შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს ​სპორტის სხვადასხვა სახეობისა და ​სპორტსმენების​ მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია ​გაეზარდოს.