ფოთის ჭიდაობის და კლუბ “ლიდერის” დარბაზები მოეწყო

  • ფოთში, ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტისა და მოკრივეთა კლუბ “ლიდერის“ დარბაზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა და სპორტული ინვენტარი. ამ სივრცეებში 200-ზე მეტი ფოთელი ბავშვი სრულიად უფასოდ ეუფლება ჭიდაობისა და კრივის ხელოვნებას.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.