- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფოთში, სხვადასხვა სახის საზეიმო და გასართობი ღონისძიება გაიმართება.
15:00 საათზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა, დრამერების შოუ. აღმაშენებლის ქუჩა (მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრიდან).
ფოთის ცენტრალური პარკი
15:30 საათი -ბავშვთა გასართობი შოუ პროგრამა, ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
15:00-17:30-სპორტული საჩვენებელი სანახაობა, ფოთელი წარმატებული სპორტსმენების მასტერკლასი;
გაცოცხლებული ეპიზოდები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან – “იაკობ გოგებაშილის კვალდაკვალ…“
სპეციალური კუთხეები: გამოფენა, სახეზე მოხატვა; საბავშვო ბიბლიოთეკა;
სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ,,ოცნება“;
თანამედროვე ცეკვების სტუდია ,,ბუმი“ -არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი;
კალიგრაფიის კონკურსში ,,ნიკო ნიკოლაძის სიბრძნის სამყარო ჩემი კალიგრაფიით“ გამარჯვებულების დაჯილდოება;
17:30 -საათი-საზეიმო კონცერტი – მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი, ფოლკლორის ცენტრთან არსებული ბენდები – ,,გრიფი“ და ,,L studio”.
ფოთის ცენტრალურ პარკში ატრაქციონები იმუშავებს 12:00 – 22:00 სთ -მდე და ყველა ატრაქციონის ღირებულება 0,50 თეთრი იქნება.