ფოთს ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​

  • ქალაქ ფოთს​, ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ კირიატ იამის მერ​ი​ს დავიდ ევენ ცური​ს ​და დელეგა​ტების ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება​; ეკონომიკური, კულტურული და ეროვნული გამოცდილების გაცვლა და ფოთის საინვესტიციო​, კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა​;​

ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები ​გაიმართა ქალაქ ფოთ​სა და სენაკში. მხარეებმა განიხილეს დელეგაციის ​წევრთა საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება/გაღრმავების საკითხები; ასევე, შეთანხმდნენ კულტურისა და განათლების სფეროებში პარტნიორული პროგრამების დაგეგმვასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.​ სტუმრები დაესწრნენ ებრაული კულტურის დღეებს​ ქალაქ ფოთში, გაეცნენ ქართულ ფოკლორსა და ქალაქ ფოთის ისტორიულ წარსულს.

ქალაქი კირიატ იამი​ ფოთთან დამეგობრებული ქალაქია 2015 წლიდა​ნ.