ფოთს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ვაჰაგნ ფილიპოსიანი ეწვია

  • დღეს, ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ვაჰაგნ ფილიპოსიანი ეწვია.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და ქალაქების დამეგობრების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, ტურიზმის, ეკონომიკის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბექა ვაჭარაძემ დესპანს ქალაქის განვითარების გეგმა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას ფოთის მერთან ერთად ესწრებოდნენ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გვანცა გვაძაბია და მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ნინო გვასალია.

+2