ფოთში, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სატუმბი სადგურის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი რამდენიმე საფეხურიანი ავანკამერის მოწყობას, ნიაღვრული წყლების ზღვის აკვატორიაში გადაღვრის გათვალისწინებით. 9 აპრილის ხეივნის მაგისტრალური სანიაღვრე არხებისა და შემომავალი სანიაღვრე კოლექტორების გაფართოება-რეაბილიტაციას. ჰიდროტექნიკური ნაგებობის და სხვა დამხმარე ნაგებობების მოწყობას.

აღნიშნული სატუმბი სადგური, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოემსახურება კუნძულის უბნის გარკვეულ ნაწილს.

უწყების ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 325 501 ლარს.