ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი. კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წყარო: მთავარი არხი